ინგრედიენტები
335 გრამი ფქვილი
75 გრამი მუქი კაკაო
285 გრამი უმარილო, დარბილებული კარაქი
200 გრამი გრანულირებული შაქარი
მწიკვი მარილი
2 ცალი კვერცხის გული
1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
მიქსერით გათქვიფეთ კარაქი მარილი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხის გული და ვანილი. ნელ-ნელა ჩაამატეთ, ერთმანეთში არეული, ფქვილი და კაკაო. მოათავსეთ ცომი მაცივარში 20- 30 წუთის მანძილზე.
გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გაყავით ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედის ფორმაზე ( 25 სმ / 20 სმ-ზე) და დაჭერით პატარა მართკუთხედებად. სულ უნდა მიიღოთ 20 მართკუთხედი (5სმ / 10სმ – ზე)
გააცხელეთ ღუმელი 170 C – ზე.
მართკუთხედის ფორმის ცომები დაჩხვლიტეთ და აცხვეთ 16 -18 წუთის მანძილზე.
საშუალო ზომის ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ისე რომ გვერდები ამოეკეცოს. დარბილებული ნაყინი თნაბრად გადაანაწილეთ მასზე და შედგით მაცივარში გასაყინად.
გამომცხვარ და გაგრილებულ ორცხობილებზე მოათავსეთ ასევე მართკუთხედის ფორმაზე დაჭრილი ნაყინები და ზემოდან დაადეთ ისევ ორცხობილები.
თითოეული სენდვიჩი გაახვიეთ პოლიეთილენის ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში, მირთმევამდე.