საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. „ენგურჰესის“ წარმომადგენლების მხრიდან მოისმინეს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი.
სემეკის წარმომადგენლებთან ერთად „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი.
„ენგურჰესზე წარმატებით მიმდინარეობს სამუშაოები. ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სადერივაციო გვირაბის რემონტს, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად, რის შედეგადაც „ენგურჰესი“ წელიწადში დამატებით 120 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, „ენგურჰესი“
მიმდინარე წლის 20 იანვარს, 3 თვით გაჩერდა.