პროკურატურა ქართლოს ღარიბაშვილის „ჯიპით“ დაინტერესდა

პროკურატურა ქართლოს ღარიბაშვილის „ჯიპით“ დაინტერესდა

თუკი ადრე ქართლოს ღარიბაშვილი რემი ვაშაკიძისა და სხვა ბრალდებულთა მანქანების ანგარიშ-ფაქტურების შემოწმებით იყო გართული, დღეს რუსთავის პროკურატურის გამომძიებელი, ზურაბ მატკავა, ღარიბაშვილის ავტომანქანების ჩამონათვალს აზუსტებს.

როგორც წინასწარი გამოძიებისთვის არის ცნობილი, ღარიბაშვილმა თავისი კუთვნილი სამი მანქანიდან ერთ-ერთი, საკმაოდ შელახული „მერსედესი“ საქორწილო საჩუქრად გაიმეტა.

ახალი „ჟიგული“  თვალსა და ხელს შუა ქურდებმა „ააწაპნეს“, ძვირადღირებული ჯიპი კი, რომლითაც იგი დაპატიმრებამდე სარგებლობდა, ერთ-ერთ შეძლებულ კლიენტს მომსახურების საფასურში მიუცია.

რაც შეეხება კლიენტს, მისი ვინაობის დადგენას პროკურატურა აუცილებლად შეეცდება, რომ უფრო სრული წარმოდგენა შეექმნას ღარიბაშვილის კორპორაციის „იატაკქვეშა“ ბიზნესზე.