პრასი ნიგვზით

პრასი ნიგვზით

ინგრედიენტები

1   კგ. პრასი

300   გრამი ნიგოზი

6   კბილი ნიორი

1   ს/კ უცხო სუნელი

1   ს/კ ყვითელი ყვავილი

1   ს/კ ხმელი ქინძი

1   ს/კ დაფქული წითელი წიწაკა

6   ს/კ ძმარი

1   ცალი საშუალო ზომის ბროწეული

მარილი გემოვნებით

მომზადება

პრასი გარეცხეთ და მარიალიან წყალში 25 წუთის განმავლობაში ხარშეთ; მოხარშული პრასი კარგად გაწურეთ და ლანგარზე გადაიტანეთ.

ნიორი და ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გატარებულ მასას დაუმატეთ სუნელები (უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი), მწიკვი მარილი და წიწაკა. ამ ყველაფერს ნელ-ნელა დაასხით ძმარი, 16 სუფრის კოვზი ანადუღარი ცივი წყალი და ხელით კარგად აურიეთ.

პრასი სათითაოდ ფრთხილად ამოავლეთ გატარებული ნიგვზის მასაში, კონებად დაახვიეთ და ჩიტის ბუდის ფორმა მიეცით. გადაიტანეთ ლანგარზე. გაიმეორეთ იგივე პროცედურა, სანამ პრასი და ნიგვზის მასა არ გამოილევა.

თითოეული ჩიტის ბუდე მორთეთ ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით.