ბრინჯი საქონლის ხორცით

ბრინჯი საქონლის ხორცით

ინგრედიენტები

450   გრამი საქონლის ხორცი

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

1   ს/კ სიმინდის ფქვილი

ზეითუნი ზეთი

2   ცალი ათქვეფილი კვერცხი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ჩ/კ გახეხილი კოჭა

1   თავი დაჭრილი ხახვი

1   ჭიქა ბარდა

3   ჭიქა მოხარშული ბრინჯი

3   ს/კ სოიოს სოუსი

1   ჩ/კ თეთრი ძმარი

1   ჩ/კ სეზამის ზეთი

მომზადება

ხორცი გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ საშუალო თასში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მოაყარეთ სიმინდის ფქვილი და კარგად ამოურიეთ.

დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ხორცი ყველა მხრიდან თანაბრად დაბრაწეთ, თითოეულ მხარეს დაახლოებით 2–2 წუთით წვით. შემწვარი ხორცი თეფშზე გადაიტანეთ.

ამავე ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე ზეთში 2–3 წუთით მოთუშეთ ხახვი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი და 2–3 წუთით თუშეთ. შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ შემწვარი ხორცი, სოიოს სოუსი, ძმარი, სეზამის ზეთი და ბარდა. კერძი მზადაა. მიირთვით მომზადებისთანავე.