ინგრედიენტები
2 1/2 ჭიქა ნიგოზი
4 ს/კ უმარილო კარაქი, გამლღვალი
2 ს/კ შაქარი
1 ცალი კვერცხის ცილა
1/4 ჩ/კ მარილი
1 1/2 ჭიქა რძე (სასურველია 1%-იანი)
6 ცალი კვერცხის გული
1/2 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
1/4 ჭიქა სიმინდის სახამებელი
1/2 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ცალი ვაშლი
ლიმონის წვენი
1/4 ჭიქა გარგარის ჯემი (სურვილისამებრ)
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე.
ჩოპერში დააქუცმაცეთ ნიგოზი,პურის ნამცეცის ზომის ნაწილაკების მიღებამდე.
მოათავსეთ ნიგოზი დიდ თასში და ჩაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი: 4 სუფრის კოვზი უმარილო გამლღვალი კარაქი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ცალი კვერცხის ცილა და ¼ ჩაის კოვზი მარილი და ჩანგლით დასრისეთ.
გადაიტანეთ მასა 9-დიუმიან ტარტის საცხობ ფორმაზე მოსახსნელი ძირით.
აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
ჩაასხით რძე მცირე ზომის ქვაბში და შეათბეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ კიდეებზე ბუშტებს არ გაიკეთებს.
საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კვერცხის გულები ნეკერჩხლის სიროფთან, სიმინდის სახამებელთან და მარილთან ერთად.
ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი რძე კვერცხის მასაში ნელი თქვეფით, რომ კვერცხის მასაც შეთბეს.
ჩააბრუნეთ ეს მასა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. თქვიფეთ მუდმივად, სანამ ნარევი გასქელდება და ბუშტებს გაიკეთებს.
ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი.
გადაიტანეთ ტემპერატურა გამძლე კონტეინერში, გადაახვიეთ შესაფუთი ცელოფანი ზედაპირზე და გააცივეთ 2 საათის განმავლობაში.
გადაანაწილეთ კრემი გამომხვარ ზედაპირზე.
შეათბეთ ოთხად გაჭრილი, გულამოცლილი და თხლად დაჭრილი ვაშლი მიკროტალღურ ღუმელში დარბილებამდე.
ხელის მსუბუქი მოძრაობით გადააგორეთ, რომ მიიღოთ სპირალისებური ფორმები.
განათავსეთ ისინი კრემზე ვერტიკალურად. ეს პროცესი დაიწყეთ ცენტრიდან და შემდეგ გაუყევით კიდეებს.
შეათბეთ გარგარის ჯემი და ჩაწურეთ ლიმონი. მოაცხეთ ეს გლაზური ვაშლებს, რომ გახდნენ ისინი ბზინვარე.