საქართველოს შეარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. ტურნირი სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ორბში“ ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელმა მიიღო. შეჯიბრის მონაწილეები შიდა ჩემპიონატების საშუალებით, თითო წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქვედანაყოფებიდან ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა.
ასპარეზობა 60, 66, 72, 80, 90, 100, +100 კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო. გუნდური პირველობა ძიუდოში საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შეჯიბრს ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ.
გამარჯვებულებმა შვიდ წონით კატეგორიაში I, II და ორი III ადგილები გაინაწილეს. მათ სიგელები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. 2013 წლის ყველაზე ტექნიკური მოჭიდავე, კაპრალი გიორგი მახარაშვილი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
გამარჯვებულები საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციის (CISM) ეგიდით გამართულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.