ინგრედიენტები
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 თავი დაჭრილი დიდი ხახვი
1/2 ჭიქა დაჭრილი ახალი სოკო
1 ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
1 ჭიქა წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი პილპილი
1 ჩ/კ ძირა
1/2 ჩ/კ პაპრიკა
1/2 ჩ/კ დაფქული კურკუმა
1/2 ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი
1/4 ჩ/კ კაიენის (წითელი ცხარე) წიწაკა
1 ქილა (800 გრ) პომიდვრის პიურე
1/2 ჭიქა წყალი, ან საჭიროემისამებრ
6 ცალი დიდი კვერცხი
2 ს/კ დაფშვნილი ყველი ფეტა
2 ს/კ დაჭრილი ახალი ოხრახუში
მომზადება
დიდ ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ ხახვი და სოკო. მოაყარეთ მარილი. თუშეთ და ურიეთ, სანამ სოკო არ გამოშრება და არ დაიწყებს დაიბრაწვას, დაახლოებით 10 წუთით. შეურიეთ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და თესლგაცლილი და დაჭრილი პილპილი. თუშეთ და ურიეთ, სანამ წიწაკა არ დარბილდება, დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ ძირა, პაპრიკა, კურკუმა, შავი პილპილი და კაიენის წიწაკა. აურიეთ და თუშეთ არომატის გაჯერებამდე, დაახლოებით 1 წუთით. შეურიეთ პომიდვრის პიურე და წყალი. საშუალო ტემპერატურაზე, დაუფარებლად ადუღეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება და დატკბება, დროდადრო ურიეთ, 15–20 წუთის განმავლობაში.
მიღებულ მასაზე დიდი კოვზით თითოეული კვერცხისათვის გააკეთეთ ჩაღრმავება. პატარა თასზე გატეხეთ კვერცხი და ფრთხილად გადაიტანეთ კოვზით გაკეთებულ ჩაღრმავებაში. ასე გაიმეორეთ დანარჩენი კვერცხის შემთხვევაშიც. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დააფარეთ და ადუღეთ, სანამ კვერცხი თქვენთვის სასურველ დონემდე არ იქნება მზად.
ბოლოს მოაყარეთ ყველი ფეტა და ოხრახუში.