ინგრედიენტები
1/2 ჭიქა ფქვილი
1 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1/4 ჩ/კ მარილი
1 ცალი დიდი კვერცხი
4 ს/კ შაქარი
1/2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა ხაჭო
მცენარეული ზეთი
შაქრის პუდრა
მომზადება
პატარა თასში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
საშუალო თასში მიქსერით კვერცხი 20 წუთით თქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ვანილი და თქვიფეთ 1 წუთით. დაუმატეთ ხაჭო და თქვიფეთ კარგად შერევამდე, დაახლოებით 20 წუთით. კოვზით კარგად შეურიეთ ფქვილის ნაზავი. ცომი სქელი და წებოვანი იქნება.
საშუალო ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე ზეთი 4 სმ სიმაღლეზე ჩაასხით. როცა ზეთი 185 C-ზე გაცხელდება, კოვზის დახმარებით ცომის პატარ–პატარა გუნდები გააკეთეთ და ცხელ ზეთში ჩააგდეთ. ბურთები სათითაოდ მოათავსეთ ზეთში და წვით საშუალო ტემპერატურაზე გადაბრაწვამდე, დაახლოებით 3–4 წუთით. წვისას პონჩიკები გადააბრუნეთ, რომ ყველა მხარეს თანაბრად შეიწვას. ქვაბში ერთდროულად ბევრი გუნდა არ მოათავსოთ, რადგანაც ზეთი გაცივდება. წვისას ზეთის ტემპერატურა 180 C უნდა იყოს.
თეფშზე ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ და ქვაბიდან ამოღებული პონჩიკები ზედ დააწყვეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით.
ტემპერატურის საკონტროლებლად გამოიყენეთ სამზარეულოს თერმომეტრი.