შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

ინგრედიენტები

700   გრამი ბრიუსელის კომბოსტო

45   მლ. ზეითუნის ზეთი

5   გრამი გრანულირებული მარილი

1   გრამი ახლად დაფქული შავი წიწაკა

მომზადება

გააცხელეთ ღუმელი 205C გრადუსამდე(400F).

მოაცალეთ ბრიუსელის კომბოსტოს ყუნწები და ფოთლების მოყვითალო გარე ფენა. მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში ზეთთან, მარილთან და წიწაკასთან ერთად. დააფარეთ ხუფი და შეანჯღრიეთ ინგრედიენტების შესარევად. შემდეგ გადმოყარეთ საცხობ ლანგარზე და შედგით ღუმელის შუა თაროზე.

შეწვით 30-40 წუთის განმავლობაში. შეანჯღრიეთ ლანგარი ყოველ 5-7 წუთში, რათა კომბოსტოები გადაბრუნდეს და არ დაიწვას. თუ მაინც იქნება ამ უკანასკნელის საშიშროება(დაწვის), დაუწიეთ ტემპერატურას. უკვე შემწვარ კომბოსტოებს უნდა ქონდეს მუქი ყავისფერი შეფერილობა. შეწვის შემდეგ შეკაზმეთ მარილით, თუ თქვენი გემოვნებით ამის საჭიროება იქნება, და მალევე მიიტანეთ სუფრასთან. ცოტაოდენი ნიგვზით, ბრინჯითა თუ ქიშმიშით შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნოთ მისი გემო. გემრიელად მიირთვით!