საქართველოში სომხეთის პატრიარქის ჩამოსვლას ელოდებიან.
ოფიციალური ვერსიით, გარეგინ მეორე საქართველოში 23 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო.
ქართველმა არმენოლოგმა ბონდო არველაძემ სომეხთა პატრიარქს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. არველაძემ სომეხთა სულიერ მოძღვარს უკვე მეორედ მისწერა წერილი.
არმენოლოგი სომეხთა პატრიარქისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“უკვე მეორედ მივმართე სომეხთა პატრიარქს. მინდა, რომ მან ბოდიში მოგვიხადოს იმ საშინელების გამო, რომელიც ბაგრამიანის სომხური ბატალიონის წევრებმა აფხაზეთში ჩაიდინეს,” - განაცხადა ჩვენთან საუბარში ბონდო არველაძემ.
მისი თქმით, შეიძლება ეს მძიმე ნაბიჯი იყოს, მაგრამ ბოდიშის მოხდით გარეგინ მეორე სომხებსა და ქართველების შორის გაჩენილ უნდობლობას გაანეიტრალებს.
სომხეთის პატრიარქის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.