რამდენადაც ვიცი, ბიზნესმენი თემურ უგულავა, სასტუმრო "რუმსის" მფლობელი და დელეგაციის მასპინძელია, ის, იმავდროულად აფინანსებს ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას "სირცხვილიას", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ალბათ უცნაურ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე, რადგან "სირცხვილია" ახლა დგას და საკუთარი დამფინანსებლის სასტუმროს ესვრის კვერცხებს, სადაც საკუთარი დამფინანსებლის სტუმრები არიან განთავსებულნი“.