ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, ივანე მაჭავარიანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში.
„ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის. ვანომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ვუსურვებ, წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში“, - წერს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.