გუნდს ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ივანე მაჭავარიანს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ადრე ჰქონდა მიღებული.
„გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მას,"- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ.
შეკითხვაზე, იხილავს თუ არა საზოგადოება ივანე მაჭავარიანს გიორგი გახარიას გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხობს, რომ არ ჰგონია ასე მოხდეს.
„არ მგონია ასე მოხდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას გუნდი არ ჰყავს წარდგენილი და არც გეგმებზე უსაუბრია კონკრეტულად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.