ლაშა პაპაშვილი: „პრემიერი საქმეს როგორ დაგეგმავს არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ შექმნის საბჭოს“ 

ლაშა პაპაშვილი: „პრემიერი საქმეს როგორ დაგეგმავს არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ შექმნის საბჭოს“ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნება საბჭო, რომელიც კონკრეტული მიმართულებით სამოქმედო ნაბიჯებს დასახავს.

ლაშა პაპაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიზნესისა და პრემიერის პოზიციები დაემთხვა და შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.

„თანხვედრაა ხედვების და განვითარების ნაბიჯების, რაც დღეს-ხვალ უნდა გაკეთდეს. თვითონ პრემიერი თავის საქმეს როგორ დაგეგმავს არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ საბჭოს შექმნის ამა თუ იმ მიმართულებით - მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ჩავერთვებით ჩვენც და კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. შევთანხმდით, რომ უტოპიურ საკითხებზე არ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.