გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობის დროს, უმძიმესი ავადმყოფი იყო – ამბობს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი გულიკო ჩაფიძე, თბილისში, კლინიკა “მედ კაპიტალის” პედიატრიული განყოფილების ექიმზე, რომელიც კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ, მის კლინიკაში გარდაიცვალა. ჩაფიძის განცხადებით, ექიმი ვაქცინაციის გამო არ გადაცვლილა.
“გადმოვიდა ჩვენთან 29 მარტს უმძიმესი სიგრუზი ჰქონდა ფილტვების, თანდაყოლილი პათოლოგია. გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობის დროს, უმძიმესი ავადმყოფი იყო. ვაქცინაცია გაუკეთებია 15-ში, ასე რომ ვაქცინაციის ბრალი ეს არ არის. ორი კვირის მერე იყო მოყვანილი. ინფექციონისტებმა თქვან. ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, ის იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო”, – თქვა გულიკო ჩაფიძემ.