შემწვარი ბატკნის თუ ქათმის ხორცთან ერთად შეზავებულს, ან თუნდაც ცალკე მომზადებულს, მას კვირაში რამდენიმეჯერმეც მიირთმევენ. კარტოფილის ნაჭრები უგემრიელესია და მათზე, რომლებიც უფრო მეტად შეყავისფრდებიან და ტაფას ოდნავ მიეკრობიან, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. ამ კერძის მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვა ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ ტაფაში უბრალოდ მდუღარე წყლის ჩასხმა და ერთი საათით დატოვება მარტივად აგვარებს ამ პრობლემას.
ინგრედიენტები
8 ცალი დიდი ზომის კარტოფილი
4 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა წყალი
1 ს/კ ხმელი ორეგანო/თავშავა
1 ცალი ლიმონის წვენი
ზღვის მარილი
დაფქული შავი წიწაკა
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 215˚C-მდე.
შესაბამისი ზომის ტაფას მოაცხეთ ცხიმი და მოათავსეთ მასზე ყველა ინგრედიენტი. კარტოფილი უნდა იყოს გათლილი და მოზრდილ ნაჭრებად (თითო 6-7 ნაჭრად) დაჭრილი. უხვად მოაყარეთ ზღვის მარილი და შავი წიწაკა. თქვენი სუფთა ხელებით, ეს ყველაფერი თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე. ნიორი წყლისა და ზეთის ხსნარს შეერევა, მაგრამ მისი არომატი კარტოფილში შეაღწევს და ამ გზით ის არ დაიწვება.
აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.
როდესაც კარტოფილის ნაჭრებს მოყავისფრო-ოქროსფერი ქერქი გაუჩნდება, გადაატრიალეთ და კვლავ ცოტა ზღვის მარილი, შავი წიწაკა და ოდნავ მშრალი თავშავაც მსუბუქად მოაფრქვიეთ. თუ შეამჩნევთ, რომ ტაფა გაშრა, დაამატეთ ½ ჭიქა წყალი, მოურიეთ კერძს და ისევ შედგით ღუმელში, რომ კარტოფილის ყველა მხარე თანაბრად შეყავისფრდეს. ამას, დაახლოებით, მორიგი 40 წუთი დასჭირდება.
არ შეგეშინდეთ კარტოფილის ზედმეტად მოშუშვის, ასედაც ძალიან გემრიელი იქნება!