ვახტანგ მეგრელიშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად მართალი, ის დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერდა

ვახტანგ მეგრელიშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად მართალი, ის დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერდა

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის რაღაც საკითხები მიუღებელი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემოთავაზებული იყო ადამიანების გათავისუფლება და ასევე ის, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე.

„ზოგადად, შეხვედრა ასე დაიწყო, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად ვცნობთ, პარლამენტი უნდა იყოს სრულფასოვანი. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია, რომელიც ფაქტობრივად იყო კომპრომისი ორივე მხარისთვის და ვერც ერთი მხარე ვერ გამოვიდოდა გამარჯვებული, უარყოფილ იყო ორივე მხარის მიერ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი, მიუხედავად იმისა, მისთვის რაღაც საკითხები არ არის მისაღები, არცერთი საკითხი არ იყო მისთვის უარის თქმისთვის საკმარისი. რეალურად ის აწერდა ხელს და ამბობდა, თქვენ თუ აწერთ ხელს, მეც ვაწერო. მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმა არ აინტერესებდათ.

მთავარი და საინტერესო ის ორი საკითხია, რომელიც დაგისახელეთ. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩამოთვლილია, უზარმაზარი დებატების მოწყობა შეიძლება, მაგრამ ამ საკითხებთან მიმართებაში თუ მაგალითად, სასამართლოს საკითხი ასე არ გადაწყდა ან ისე არ გადაწყდა, ჩვენ გავდივართ მოლაპარაკებიდან, ასე საკითხი არასდროს მდგარა. ეს საკითხები იყო ევროკავშირის მიერ თავად შემოთავაზებული და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არასდროს წარმოადგენდა გადამწყვეტ თემას. ისევე როგორც დაბალბარიერიანი სრულად პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. ეს თემა ვერ გახდა ისეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის, როგორიც მაგალითად, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „გირჩს“ აქვს პარტიული შიდა საკითხები მოსაგვარებელი და ამის შემდეგ არის გეგმა, რომ საუბარი შედგება „ქართულ ოცნებასთან“

„ვაპირებთ დაველაპარაკოთ „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მალე ყველაფერი იქნება საჯარო. ყველა საკითხი გვინდა, იყოს ღია. პრობლემები დაგროვდა, რადგან მთელი ეს მოლაპარაკების პროცესი იყო დახურული და საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, რაზე იყო საუბარი, ვის რა პოზიცია ჰქონდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

amo ამან მომავალში შეიძლება შავი და თეთრის გარჩევა ისწავლოს
4 წლის უკან