მამუკა მდინარაძე დანიელსონის წინადადებაზე: „ქართლი ოცნება“ მზად იყო და არის მცირედი შესწორებებით იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად

მამუკა მდინარაძე დანიელსონის წინადადებაზე: „ქართლი ოცნება“ მზად იყო და არის მცირედი შესწორებებით იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად

ოპოზიციის წარმომადგენლები აყენებდნენ ულტიმატუმებს და საქმე ვერ მივიდოდა იქამდე, რომ რაიმე დეტალი ყოფილიყო განხილული, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი დღესაც მზად არის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოსაწერად.

„საბოლოო ჯამში „ქართლი ოცნება“ მზად იყო და არის მცირედი შესწორებებით იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად და საუბარია მხოლოდ დეტალებზე. მაგრამ ეს უკვე მეორეხარისხოვანი გახდა, მას შემდეგ რაც პრინციპული წინააღმდეგობა იყო ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ მიერ მთავარ თემებად დასახელებული საკითხების გარეშე განხილვა შემდგარიყო. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ არათუ რაიმე სერიოზული კომპრომისი, არამედ ერთი ნაბიჯიც არ გადმოუდგამთ, ასე დარჩა ბოლო წამამდე. ბუნებრივია, მოლაპარაკება ვერ შედგებოდა, ჩვენი კონსტრუქციული დამოკიდებულებისა და არაერთი წინადადების მიუხედავად, რომელიც ასევე კომპრომისული იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.