პრაქტიკულად ყველა იმ რეფორმის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დრაფტშია ჩამოთვლილი. მმართველი გუნდისთვის არცერთი იქ მითითებული რეფორმა მიუღებელი არაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რამდენიმე საკითხზე საუბარი გვინდოდა, მაგალითად, 2/3-თან დაკავშირებით დათქმა ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. დანიელსონი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა. ჩემი ვარაუდია, რომ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ერთ-ერთ შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომელიც ევროპულ პრაქტიკას არ ეყრდნობა. ვიღაცას რომ მოუნდეს მომავალში არჩევნების გაყალბება, ახალი რეფორმით ნულამდე დაგვყავს გაყალბების რისკი, მაგრამ საბოტაჟის რისკიც ხომ ნულამდე უნდა დავიყვანოთ? იმის ხარჯზე, რომ გაყალბების რისკი დაგვყავს ნულზე, საბოტაჟის რისკი აგვყავს 100%-მდე. ეს სამსჯელო ნიუანსები იყო, მაგრამ მსჯელობამდე საქმე არც მისულა ოპოზიციის ულტიმატუმების გამო“, - განაცხადა მდინარაძემ.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.