ირაკლი კობახიძე: როდესაც სააკაშვილს აქვს თვითმიზანი, რომ არ იყოს ხელმოწერილი შეთანხმება, იქ ვერც დანიელსონი გააკეთებს ვერაფერს და ვერც შარლ მიშელი

ირაკლი კობახიძე: როდესაც სააკაშვილს აქვს თვითმიზანი, რომ არ იყოს ხელმოწერილი შეთანხმება, იქ ვერც დანიელსონი გააკეთებს ვერაფერს და ვერც შარლ მიშელი

როდესაც სააკაშვილს აქვს თვითმიზანი, რომ არ იყოს ხელმოწერილი შეთანხმება, იქ ვერც დანიელსონი გააკეთებს ვერაფერს და ვერც შარლ მიშელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს აქვს თვითმიზანი, მას ვერ არწმუნებს ვერც კონდოლიზა რაისი, ვერც შარლ მიშელი და ვერც ვერავინ. ის მიჰყვება თვითმიზანს და ქვეყანას ანგრევს. ამ შემთხვევაში მას აღარ არ აქვს რესურსი იმის, რომ ქვეყანა დაანგრიოს და ის თავისი სიხისტითა და რადიკალიზმით ანგრევს საკუთარ პოლიტიკურ პარტიებს. ხედავთ, რა დღეში არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და ა.შ. ყველა სათითაოდ დაიშალა. სააკაშვილის უნდა, დაანგრიოს ქართული დემოკრატია, მაგრამ საკუთარ პარტიებს ანგრევს“, - განაცხადა ირაკლიმ კობახიძემ.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.