ირაკლი კობახიძემ განმარტა, სად ხედავს მოლაპარაკების რესურსს

ირაკლი კობახიძემ განმარტა, სად ხედავს მოლაპარაკების რესურსს

იმ პირობებში, როცა ოპოზიცია ინარჩუნებს ამ ორ ულტიმატუმს არჩევნებთან და ნიკა რურუასთან მიმართებით, არ ვიცი, რამდენადაა შესაბამის პარტიებთან დიალოგის გამართვის რესურსი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოლაპარაკებების დროს გამოიკვეთა ორი მხარე ოპოზიციის შიგნით, ერთი ნაწილი იყო დესტრუქციული და ხისტი. არაკონსტრუქციული თავიდან ბოლომდე მოლაპარაკებებში. ეს იყო ოთხი რადიკალური პარტია - „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „ლელო საქართველოსთვის“. ეს ოთხი პარტია იყო მკვეთრად გამოხატული რადიკალური ძალა. დანარჩენთან არის მოლაპარაკების რესურსი“, - აღნიშნა კობახიძემ.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.