ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი - მარტივი აქსიომაა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი რურუაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი - მარტივი აქსიომაა, აქ ხომ რაიმე რთულ თემებზე არ ვსაუბრობთ. თუ ის არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია და საუბარი ზედმეტია. „სირცხვილია“ პოლიტიკური ორგანიზაცია ყველამ იცის“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ამნისტიის თემაზე და აღნიშნა, რომ „ეს უბრალოდ შეთანხმების ნაწილი იყო“.
„ამნისტია იყო შეთანხმების შემადგენელი ნაწილი და ეს არ არის რაღაც რეფორმების პაკეტი. აქედან გამომდინარე, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ რეფორმების განხორციელებაზე. რაც შეეხება ამნისტიას, ეს უბრალოდ შეთანხმების ნაწილი იყო“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.