ირაკლი კობახიძე: ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა ულტიმატუმი, რომ თუ კონსტიტუციაში არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი, ის დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა

ირაკლი კობახიძე: ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა ულტიმატუმი, რომ თუ კონსტიტუციაში არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი, ის დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა

ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა ულტიმატუმი, რომ თუ კონსტიტუციაში არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი, ის დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იყო ოთხი თემა, რაზეც გვქონდა მსჯელობის გაგრძელების სურვილი, არც ერთთან დაკავშირებით ულტიმატუმი არ დაგვიყენებია. რაც შეეხება ოპოზიციას, იყო ორი ძირითადი ულტიმატუმი, ერთი იყო არჩევნების პლებისციტის თემა და მეორე რურუას თემა. გარდა ამისა, ზოგიერთმა პარტიამ ულტიმატუმის სახით დააყენა მოთხოვნა, რომ ყველა შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ნულოვანი ბარიერით, ეს იყო ზურაბ ჯაფარიძის ულტიმატუმი. პირდაპირ იყო ნათქვამი, თუ არ აისახებოდა მუდმივი ნულოვანი ბარიერი კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში ზურაბ ჯაფარიძე ხელს არ აწერდა დოკუმენტს. ეს ულტიმატუმია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.