იაგო ხვიჩია: ჩვენ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს

იაგო ხვიჩია: ჩვენ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს

ჩვენ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში, „გირჩის“ მხარდამჭერების ჯგუფში გამოკითხვა დაიწყო შეკითხვაზე: უნდა შევიდეს თუ არა „გირჩი“ პარლამენტში. როგორც ხვიჩიამ სააგენტოსთან საუბარში განმარტა, მსგავსი ტიპის გამოკითხვას პერიოდულად ატარებს, რისი მიზანიც მათი მხარდამჭერების განწყობების გაგებაა.

მისივე თქმით, „გირჩის“ წევრები „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შევლენ თუ არა პარლამენტში.

„ძალიან მალე ნახავს საზოგადოება ჩვენ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება პოზიცია და ყველა დაინახავს, რასაც ვფიქრობთ.

დოკუმენტს იმ შემთხვევაში მოეწერებოდა ხელი, თუ ყველა მხარე მოაწერდა ხელს.

„გირჩის“ პოზიცია ისედაც გასაგებია. „გირჩი“ პარლამენტში შედიოდა იმ შემთხვევაში, თუ დაიდებოდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ეს იყო ჩვენი შესვლის წინაპირობა.

ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს “ქართულ ოცნებასთან“ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. საზოგადოება მალე გაიგებს „გირჩის“ გეგმების შესახებ“ , - განაცხდა ხვიჩიამ.