ანზორ ერქომაიშვილი 80 წლისა გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ინფორმაციას ანსამბლი რუსთავი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.
ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.