საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, შვედი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის ვიზიტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
„მადლობა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და მის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს მედიაციისთვის. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია არ იყო მზად დოკუმენტის ხელმოწერისთვის ჩვენ ჩაუდგებით სათავეში სასამართლო და საარჩევნო რეფორმას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადებების თანახმად. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
30 აპრილს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.