ირაკლი კობახიძის თქმით, მოლაპარაკებების დროს ოპოზიცია ორად იყო გაყოფილი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ის პარტიები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, დიალოგის დროს რადიკალურ პოზიციას იკავებდნენ.
„ვიცით, რომ არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი. ეს არის ძირითადად გამოყოფილი სამ პარტიაში: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“. ეს არის სამი მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტია. სხვა პარტიებს ჰქონდათ მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოზიციები თემებთან დაკავშირებით. ეს სამი პოლიტიკური პარტია და დამავიწყდა „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, რომელსაც არაფერი ცხია თავისუფლების, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.