არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ვერ გამოხატა მზადყოფნა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რამაც ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ვერ გამოხატა მზადყოფნა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რამაც ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას

მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მადლობას ვუხდი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს იმ ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, რაც დავინახეთ ამ დიალოგის ფარგლებში. მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად. სამწუხაროდ, ამან ხელი შეუშალა ახლა შეთანხმების მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა ამ დოკუმენტს, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების მსახურის, მზად ვართ შემოთავაზებული რეფორმები განვახორციელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ ფიგურირებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა ჩვენი და მედიატორის მხრიდან არ განიხილებოდა. ამას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ დღეს არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.