სოსო ფხაკაძე: ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური

სოსო ფხაკაძე: ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით მედიის კითხვების საპასუხოდ BAG-ის პრეზდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ლარის კურსის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა. მან ამ საკითხზე განმარტება „ტვ.პირველის“ ეთერში გააკეთა.

„ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ღიად ვსაუბრობთ. ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ - აინტერესებთ, რა იქნება გამოსავალი. ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ერთობლივ გამოსავალზე ვფიქრობთ. არის გარკვეული მაკროეკონომიკური ბერკეტები, დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო. ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური... ახლა მთავარია, გამოვიდეთ შედეგიდან. ქვეყანაში ლარის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა და ამა თუ იმ გზით აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა.

30 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.6%-ით გაუფასურდა.