"მათ უკვე უნდა გააკეთონ არჩევანი, რჩებიან პოლიტიკური ავანტიურის მორღვეულ კალაპოტში, თუ ირჩევენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის გზას" - წერს სოციალურ ქსელში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი.
"ოპოზიციას სულ უფრო ცოტა დრო რჩება მანევრირებისათვის.
მათ უკვე უნდა გააკეთონ არჩევანი, რჩებიან პოლიტიკური ავანტიურის მორღვეულ კალაპოტში, თუ ირჩევენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის გზას. მათ ამის საშუალებას აძლევს მოლაპარაკებების ფორმატი, რომლის განუყოფელი ნაწილი არის კომპრომისი (განმარტებისთვის: მოლაპარაკებებზე გამოცხადება per se არის კომპრომი).
მივიღეთ რეალობა, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის გვერდით საქართველოს პარტნიორებს აშშ-სა და ევროკავშირს უწევთ ოპოზიციის ნაწილისათვის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების შეხსენება. ჩვენი ქვეყნის მეგობრები აქტიურად მიუთითებენ ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან, რომ უპრეცედენტო გლობალური კრიზისისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ოკუპანტის პოზიციების გაძლიერების ფონზე, დესტრუქცია და ბოიკოტი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ მინიშნების ავტორები, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვეული უაპელაციო თავდასხმის ობიექტები ხდებიან.
ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის რაციონალური ნაწილი სწორ არჩევანს გააკეთებს და მმართველი პოლიტიკური ძალის მსგავსად ნამდვილი კომპრომისის მისაღწევად გადადგამს ნაბიჯს".