აქამდე ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობდა, ახლა იქნება კონკრეტიკა. ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია, ეს ყველაფერი შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა და პოლიტიკურ აქტივობას აქ გააგრძელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ვიცესპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება სერიოზული და ეფექტიანი ტესტი იმისთვის, ვინ აყენებს პირველ ადგილზე პარტიულ ინტერესებს და ვინ - სახელმწიფოსას.
დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.