შარლ მიშელის პასუხი

შარლ მიშელის პასუხი "რუსთავი2"-ის კითხვაზე - ჩემი წარმომადგენელი მუშაობს შეთანხმების მისაღწევად

"რუსთავი2"-მა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასება სთხოვა.

შარლ მიშელმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის მისი ინიციატივით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში სწორედ შეთანხმების მიღწევის მიზნით გამოგზავნა.

"მე საქართველოში გამოვაგზავნე პირადი წარმომადგენელი და ის მუშაობს ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, იმისათვის, რომ შეთანხმებას მიაღწიონ," - აღნიშნა შარლ მიშელმა "რუსთავი2"-ის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.