ამირან სალუქვაძე:

ამირან სალუქვაძე: "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი სენატორ შაჰინს ინგლისურს ასწავლის, ეუთოს მასე არ უთქვამსო - მოდაშია ეს "ორი ღერი ინგლისურის" სწავლება?

რა მოდაშია ეს "ორი ღერი ინგლისურის" სწავლება?! "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი სენატორ შაჰინს ინგლისურს ასწავლის, ეუთოს მასე არ უთქვამსო,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე და სენატორებთან, რიშთან და შაჰინთან ამერიკის ხმის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმიანება.

ჟურნალისტი სენატორ რიშს 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ,,ეუთო/ოდირის“ დასკვნის შეფასების ციტირებისას , რომ არჩევნები საქართველოში ფუნდამენტურად სამართლიანად ჩატარდა, შესწორებას აძლევს და ამბობს, რომ ასეთი შეფასება არ ყოფილა.

სალუქვაძე ინტერვიუს სამარცხვინოს და ცალმხრივს უწოდებს.

,, ამერიკის ხმა ხართ, თუ ერთი აქაური პარტიის? ცხრაჯერ შეაწყვეტინა, თანაც იმ მომენტებში, რისი მოსმენაც არ სურდა. მხოლოდ ცალ კარში დარტყმას რომ ცდილობთ, იქნებ მეორეშიც სცადოთ? სენატის შეფასებებს კონტექსტიდან რომ ჭრით და ეკითხებით, იქნებ პირდაპირ სენატორების პასუხები გაშიფროთ სწორად, ისე როგორც ამბობენ და არა ისე, როგორც თქვენ გაქვთ დაკვეთილი?! სირცხვილია, გავიზარდეთ ამერიკის ხმაზე და რ/თავისუფლებაზე“,- წერს სალუქვაძე

Katana . ეჰ, ბ-ნო ამირან, კი გავიზარდეთ "ამერიკის ხმასა" და რადიო "თავისუფლებაზე", მაგრამ ესენი დღეს ის "თამროები" აღარ არიან... (ან, შეიძლება, მაშინაც ეგეთები იყვნენ და ჩვენ ვერ ვატყობდით, იმ ვაკუუმში მყოფები).
"ამერიკის ხმისა" არაფერი ვიცი - 30 წელია არ მომისმენია, მაგრამ "რადიო თავისუფლება" არის ნაცების "რუსთავი 2"-ის ევროპული ფილიალი!.. არავითარი განსხვავება!
4 წლის უკან
Ninja მართალს ამბობთ.
4 წლის უკან