აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს სოციალურ ქსელ „ტიკ ტოკ"-ში გამოქვეყნებულ ვიდეოს ფაქტს, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი, 19 წლის ალიონა ტანია ამბობს ფრაზას - „აფხაზეთი საქართველოა". მათი ცნობით „სამართალდამცავი ორგამნოებმა აღშფოთებული მოქალაქეებისგან ბევრი პრეტენზია მიიღეს", რის შემდეგაც გოგონა და მისი მშობლები გამოიკითხნენ.
აფხაზურ ტელევიზიით გადაცემული სიუჟეტის თანახმად, დაკითხვაზე ალიონა ტანიამ განაცხადა, რომ მას ამის გაკეთება სთხოვეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ სთხოვა
„გამოვაქვეყნე ვიდეო, რომ „აფზაზეთი-საქართველოა". მე ეს მთხოვეს, ძალიან ვწუხვარ, ბოდიშს გიხდით,"- თქვა ტანიამ.
„ეს არ არის სწორი. მე მთელი ომი გამოვიარე... არ მეგონა და არც ვიცოდი, რომ ის ასეთ რამეს გააკეთებდა," - თქვა პოლიციაში დაბარებულმა გოგონას მამამ.
აღნიშნული ვიდეო ალიონა ტანიას „ტიკ-ტოკ" ანგარიშიდან უკვე წაშლილია.
ტანიას მიერ „ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში მის გარდა კიდევ ორი გოგო ჩანს, რომელთა შესახებაც აფხაზურ მედიას ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია რა გაუვრცელებია.