როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 მარტს ქუთაისში დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +13 გრადუსსა და უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +6 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +7 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ღამითაც -6 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით +13 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამე კი -7 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +13 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4-მდე დაიწევს.

რუსთავში ქარია მოსალოდნელი. +12 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.