გია ცაგარეიშვილი: ბოლო დროს ნათელაშილი იმას ახმოვანებს, რასაც ვერ ბედავს სააკაშვილი

გია ცაგარეიშვილი: ბოლო დროს ნათელაშილი იმას ახმოვანებს, რასაც ვერ ბედავს სააკაშვილი

ბოლო დროს ნათელაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც ვერ ბედავს, თქვენ წარმოიდგინეთ, სააკაშვილიც", - განაცხადა "ქართული ოცნების" სიის წევრმა გია ცაგარეიშვილმა "postv-ის" გადაცემა "პოლიტიკურ ინტერვიუში" სტუმრობისას.

ცაგარეიშვილის განცხადებით, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სააკაშვილის ხელის ბიჭად არის ქცეული და მის ინტერესებს ახმოვანებს.

"ნათელაშვილი აკრიტიკებს ამერიკის სენატს ჯორჯ კენტს, თქვენმა განცხადებამ საქართველო შოკში ჩააგდოო. ნათელაშვილისგან არ მიკვირს ამგვარი განცხადებები. 2002 წელი იყო როცა პოსტი დაუთმო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა მიხეილ სააკაშვილს და მას მერე სააკაშვილის ხელის ბიჭად არის ქცეული ის და მისი ნარჩენები - გუგავა მოვა და ა.შ. ეს არის ალი კვალი ამ ადამიანების. ხან NDI -IRI-ის ლანძღავს, ხან ამერიკას, ხან სასტიკად აკრიტიკებს ელჩებს, გვახსოვს შტურმი აშშ-ის ელჩზე ქალბატონ დეგნანზე. ახლა მიადგა სენატის წევრებს და ბატონ კენტს ლანძღავს. ეს მეთოდები მოუძველდა უკვე სააკაშვილს. ხალხი მართლა დაიღალა წარმოუდგენელი პერსონაჟებით, რომლებიც ამ ქვეყანას 30 წელია ერთ წრეზე ატარებს",- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

amo და ამ სუბიექტს ბიუჯეტიდან მილიონს ვუხდით. ახია მოსახლეობაზე.
4 წლის უკან