დღეს შევხვდი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებინა გზები, იმისთვის რომ ყველაზე რთული პუნქტები ამ მედიაციისა შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
„დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ყოველთვის, მე ახლაც ვამბობ, რომ ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიების ლიდერებს, რომ მომავლისთვის მდგრადი ჩარჩო გაკეთდეს. ესაა ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს იმის საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, იმისთვის რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოდ პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ესაა შესაძლებელი ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემმოკრატიული სიმწიფე. თუ იქნება მიღწეული შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, სადაც მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი“, - განაცხადა დანიელსონმა .
კრისტიან დანიელსონი „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებს შეხვდა.
მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ორი შეხვედრა გამართა.