კრისტიან დანიელსონი: კომპრომისი ყველასთვის რთულია

კრისტიან დანიელსონი: კომპრომისი ყველასთვის რთულია

კომპრომისი ყველასთვის რთულია და ეს საჭიროებს პოლიტიკურ მზაობას და სურვილს, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

„მე ვფიქრობ აქ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესი, ეს არის გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და რეალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებისა: ეს არის კოვიდის პანდემია, ეკონომიკა, ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებს შეხვდა.

მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ორი შეხვედრა გამართა.