გეისბუქ-მომხმარებელი ხათუნა ბიწაძე სოციალურ ქსელში წერს:
„სულ მინდოდა დამეწერა, მაგრამ გასულ 5 თვეში ვერ მოვახერხე, კლინიკებში სირბილი და ოჯახის 2 წევრის მარადისობაში წასვლის გამო ვერ ვახერხებდი. გზა და გზა ტვ-ს ვუყურებდი და აქ პოსტებიდან ვგებულობდი ქვეყნის პოლიტიკურ ამბებს და აი რა მოვთარგმნე!
- ოპოს 52 პროცენტი არ აუღია, ბათილ ბიულეტენებს ნუ ისაკუთრებთ.
- „არჩევნების გაყალბების“ ფაქტებით ოპოს და არასამთავრობოების ნაწილმა სასამართლოს მიმართა და ყველა პროცესი წააგო - ვერ დაამტკიცეს!
- ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე კომპეტენტურმა არასამთავრობომ რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა, აღიარა შეცდომები იგივე პი ვი ტი -შეგვეშალაო, არადა ოპო ამ პი ვი ტის მონაცემებს იხვევდა ხელზე და გაყალბდაო გაყვიროდა! აქციას აქციაზე მართავდა!
- პარლამენტი შეიკრიბა და ერთი პარტიით დაიწყო და გზადაგზა 2 შეუერთდა.
- გავიდა ხანი და არჩევნებზე დამკვირვებელმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ეს არჩევნები არ ყოფილაზე საუკეთესოო, მაგრამ დიდად არც ისეთი რამ დაშავებულა რომ განმეორებითი მოითხოვოთო!
- ისევ გავიდა ხანი და ყველაზე მეტი ხმა ვინც აიღო იმ პარტიების ათეულში ჩაწერილი ხალხი აღარ იძებნება, პოლიტიკიდან გაქრა! ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ორივე მხარე ერთნაირად გამოიყურება!
7.ოპო ისევ ქუჩაშია და ფეხებს აბაკუნებს განმეორებითი არჩევნებს „პოლიტპატიმრების გამოშვება“ ემატება. დღემდე ვერ ვხვდები მელია გარდა იმისა რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა (ამ 5 თვეში გახდა, ვაშაძე რომ წავიდა მერე), რატომაა პოლიტპატიმარი, კანონი არ დააღვია? ეეე. 16 თვე რომ კანონს ასრულებდი, სამაჯური მორჩილად რომ გეკეთა, იმ ბზიკს რა ან ვინ ქვია ქე რომ გიკბინა და 16 თვის მერე კანონი დაგარღვევინა? ვთვლი რომ რურუა რა ბრალდებითაც არის დაკავებული, შეიძლება იყოს გარეთ და გამოუშვით!
8.ლელომ და გირჩმა ვერ გაიგო ამომრჩეველმა რა სთხოვა, თუნდაც ჩემი მაგალითით, 2003 წლის მერე ყველა არჩევნებზე ოპოს ამომრჩეველი ვარ, არა იმიტომ რომ მომწონს და ვგიჟდები, უბრალოდ ვთვლი რომ 98 % აგიჟებს ნებისმიერ პარტიას და ადამიანს, ბალანსის პოვნა მინდა სულ! ახლაც მეორე ტური სადაც იყო და რა პროცენტებიც აიღო ოპოებმა, ხომ უნდა დაფიქრებულიყვნენ რას ვითხოვდით - ორივე ტურზე ვიყავი!
9.ვითხოვ - დამტკიცდეს არჩევნების გაყალბება - ამის ერთადერთი სამართლებრივი გზა დარჩენილია - საპარლამენტო კომისია -შედით, შექმენით და პირველ რიგში ის უბნები დახსენით და გადაითვალეთ სადაც სასამართლომ თქვა უარი - არ არის არგუმენტი დიდი დროა გასული და ყველაფერი გასწორებული იქნებაო - ვერა ბატონებო - უბნის ბიულეტენები უნდა იყოს დალუქული! მერე შეგიძლიათ მიმართოთ ევროპებს და ხალხს და დატოვოთ მანდატები!
- გირჩი კეკლუცობს და შედით ახლა პარლამენტში
- ლელო ვერ გავიგე და მწყინს ძალიან - ბევრი ახლობელია იქ
- ენმ-ზე - კლავს და ძალიან მტკივა კობა დავითაშვილი!
- ევროპული საქართველო - დარჩა უმანდატო ბოკერიას და ესეც კლავს
- ნათელაშვილი - უსაშველოდ მოსწონს მის ოფისში შეკრებები -ეს ურჩევნია პარლამენტში მარტო კაცობას-მადლობა მას კობას პატივისმიგებისთვის!
- გახარია ბრუნდებაო თუ არსად წავსულვარო - პირველივე საჯარო აქტივობაზე მინდა მოვისმინო პასუხი კითხვაზე - ნამახვან თუ ნამოხვან ჰესის მშენებლობის ხელშკერულებაზე ნამდვილად მისი ხელმოწერაა, თუ ასეა არგუმენტირებული პასუხი ყველა კითხვაზე რაც გვაწუხებს, დაწყებული მიწებით დამთავრებული ტარიფით! მადლობა მას და მის მაშინდელ გუნდს მძიმე დღეებში კობას გამო დახმარებისთვის!, პანდემია და გადავსებული კლინიკები მახსოვს მძაფრად!
ბოლო ერთი კვირაა მივხვდი - ჩემმა ოცნებამ კოალიციური მთავრობა - ჩაილურის წყალი დალია, ამ რესურსით და ამ შემადგენლობით შეუძლებელია ასეთი რამ!
შეგნებულად არ მოვიხსენიე კოვიდი - ყველას სულ ცალ ფეხზე კიდია ის 4000 მდე გარდაცვლილი, მთავარია ეგო იყოს დაკმაყოფილებული!
ამოვთქვი და გაატარეთ- არ მაქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, ნურც შემომიხტებით- დღემდე ძალიან მტკივა ჩემი კობჩო დავითაშვილი!
ეგ ვაქცინა მხოლოდ სამარიაჟო თემა იყო , თორემ ...ვაქცინას კი არა....... ეგენი მხოლოდ მიხოს სირს გაიკეთებენ
აბა რატომ მაშ რატომ არ იკეთებენ, ხომ ჩამოიტანეს?
მაგ ვაქცინებით ჯერ ნაცები აცერით....მაგათ ეჩქარებოდათ მაგ ვაქცინების შემოტანა...პრიჩინაზე იყვნენ .
ეგენი იყვნენ ყოველდღე რომ გაიძახოდნენ--- აი ვაქცინა ვერ შემოიტანეს, აი ვაქცინა ვერ შემოიტანესო.
.ლელოდან ჩიხლაძე და ბუაძე ყვიროდნენ .....ნაცებიდან კიდევ სამადაშვილის და ბოკუჩავას თამადობით ყველა
.ეგე ეხლა შემოიტანეს .....ჰოოოდა ჯერ ეგენი აცერით
2
ეს ნაცები პაკაზუხაზე(სამარიაჟოდ) რომ გაიძახოდნენ--- არიქა ვაქცინა ვაქცინაო..... აიცრან რაღას უყურებენ?/ ჩამოიტანეს უკვე
ხო უნდოდათ აცრა ?.......არააა??
აბა რაღაზე ყვიროდნენ??/
ააააა............ ხაჭაპურიი ხოჩეეეს ?? ეგ ვიცით....მაგათი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია მოვიცვალეთ