კრისტიან დანიელსონს ექნება დღის წესრიგი, რომლის გვერდის ავლა ძალიან გაუჭირდება ორივე მხარეს, მაგიდის აყირავების ძალიან პატარა შესაძლებლობა იქნება და თუ ვინმე ამას მაინც გააკეთებს, ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი.
მისი აზრით, კრისტიან დანიელსონი განსხვავებულად წარმართავს მოლაპარაკების პროცესს.
„პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან ის პოლიტიკოსები, ვინც ეცდებიან, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანონ. მაგრამ მგონი, ევროკავშირი უპასუხოდ არ დატოვებს იმ ადამიანების მცდელობას, ვინც მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.