ირაკლი კობახიძე: სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთ ტონალობაში ხსენება, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაცია და შეურაცხყოფაა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთ ტონალობაში ხსენება, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაცია და შეურაცხყოფაა

როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ, თურმე, უნდა დასხდნენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს არის სინამდვილის გამრუდების მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არის გასული პოლიტიკიდან და შესაბამისად, ეს არის სპეკულაციური განცხადება, პირდაპირ ასე ვიტყოდი. როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ ის უნდა შემობრუნდეს და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ასეთი განცხადების გაკეთება სწორი არ არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი, კრიმინალური სისტემა, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება. ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20% დააკარგინა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც აღკვეთა და მოაშორა ეს დანაშაულებრივი სისტემა საქართველოს. როდესაც ერთ ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაცია და შეურაცხყოფაა. რბილად ვერ შევაფასებთ ამ განცხადებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტიანი იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.