შემწვარი ბრინჯი ჩინურად

შემწვარი ბრინჯი ჩინურად

ინგრედიენტები

2   ცალი ათქვეფილი კვერცხი

1/4  ჩ/კ მარილი

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

4   ცალი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

1   ცალი წვრილად დაჭრილი სტაფილო

1/2  ჭიქა გაყინული ბარდა

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

4   ჭიქა წინასწარ მომზადებული ბრინჯი

1   ცალი ქათმის ბულიონის კუბიკი

2   ს/კ წყალი

1/4  ს/კ დანაყილი ნიორი

3   ს/კ სოიოს სოუსი

2   ჩ/კ ქუნჯუთის ზეთი

მომზადება

დადგით მოზრდილი ტაფა დაბალ ცეცხლზე და დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეწვით კვერცხი სწრაფი მეთოდით და დააქუცმაცეთ. ამოიღეთ ტაფიდან და დროებით გადადეთ.

დაასხით ტაფაზე კიდევ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაამატეთ ხახვი, სტაფილო და ბარდა. თუშეთ და თან ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.

გაალღვეთ ბულიონის კუბიკი 2 სუფრის კოვზ წყალში. დაასხით ტაფაზე და დაამატეთ ცივი ბრინჯი, ნივრის ფხვნილი, სოიოს სოუსი და ქუნჯუთის ზეთი. მსუბუქად მოურიეთ, რომ კარგად შეერიოს, და გააჩერეთ 3 წუთი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.

ბრინჯი მომზადებისას აუცილებლად ცივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, წებოვანი იქნება.