შემწვარი სოკო ჩინურად

შემწვარი სოკო ჩინურად

ინგრედიენტები

20   გრამი კარაქი

2   კბილი ნიორი

1   ჩ/კ დაფქული კამა

1   ჩ/კ დაფქული ქინძი

1   ს/კ სოიოს სოუსი

1   ს/კ კარტოფილის ფქვილი

750   გრამი სხვადასხვა ჯიშის სოკო

2   ს/კ მშრალი თეთრი ღვინო

4   ცალი მწვანე ხახვი

1/4  ჭიქა წვრილად დაჭრილი რეჰანი

2   ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

გაახურეთ ვოკი, დაამატეთ კარაქი, ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მის მთელ ზედაპირს მოედოს. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, კამა, ქინძი, მარილი, პილპილი და მუდმივად ურიეთ. დაამატეთ სოკო და შუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში.

სოკოს დაასხით ღვინის, სოუსის და ფქვილის ნაზავი და წამოადუღეთ. ნახევარი წუთის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურული. დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი და ამოურიეთ.