„კრიმინალსა და ადამიანს შორის, რომელმაც ქართული საზოგადოება კრიმინალური რეჟიმისგან გაათავისუფლა, მსგავსი ტოლობის გაკეთება, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია. ნებისმიერი ასეთ განცხადების ავტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ამგვარი განცხადებებისგან, რადგან ეს ახალისებს რადიკალურ ოპოზიციას“ - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძემ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას.
„ადამიანი რომელიც ხასიათდება საქართველოში კრიმინალური წარსულით, საუბარი მაქვს მიხეილ სააკაშვილზე, რომლის მიმართაც არსებობს სამივე ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებაში, ამას ადასტურებს სტრასბურგის გადაწყვეტილებაც, რომელიც მიუთითებს მის დანაშაულებრივ ქმედებებზე, მასსა და იმ ადამიანს შორის, რომელმაც ქართული საზოგადოება რეპრესიული რეჟიმისგან გაათავისუფლა, როდესაც ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა ჩენი მოქალაქეების უფლებების შელახვა, ამ ორ ადამიანს შორის ტოლობის ნიშნის გავლება აბსოლუტურად მიუღებელია. მოვუწოდებ, ჩვენს ნებისმიერ პარტნიორს თუ კოლეგას, რომ მსგავსი განცხადებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს კიდევ უფრო ხელს უწყობს გარკვეულ რადიკალიზაციის პროცესებს“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.