ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების, არჩევნების თემა და მათი გადაჭრის გზებზე კომპრომისისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, პრინციპული საკითხების გარშემო ნებისმიერი კომპრომისული შეთავაზება მედიატორის მხრიდან განვიხილოთ შეთანხმების მიღწევით გზით. თუ ხელისუფლება, მმართველი გუნდი შეძლებს, საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო წინ დააყენონ, ვიდრე საკუთარი სურვილი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, დარწმუნებული ვარ, არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. დღეს ქვეყანაში არის ძალიან მწვავე გამოწვევა სასამართლო სისტემაში კლანის მმართველობის. ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება კომპლექსური რეფორმა. მათ შორის ის, რომ გამოეცალოს კლანს მართვის ბერკეტები და იმ მიდგომით, რომელსაც წლებია, „ქართული ოცნება“ აჩვენებს, თითქოს მოჩვენებით ატარებს რეფორმას და რეალურად ამყარებს კლანის მმართველობას, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ამიტომაა სასამართლო რეფორმა ნაწილი ამ მოლაპარაკებების, რომელზეც უნდა შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ეტყობა მიხუიმ მაგრად და(ს)ა(ნ)ჯა...
გზა იმის იქეთ ქონია!