პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში იმყოფება, სადაც ჟურნალისტებმა მას ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ახალი გუნდის შექმნასთან დაკავშირებით ჰკითხეს. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არ იცოდა გახარიას გეგმების შესახებ და მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დალოდებოდნენ მოვლენების განვითარებას:
"მე ინფორმაცია არ მაქვს, რას აპირებს გახარია. ის რვა წლის განმავლობაში მუშაობდა ჩვენს მთავრობაში. ჯერ იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ამის მერე პრემიერი. რვა წელი იყო მთავრობის წევრი. არ ვიცი, რა გეგმები აქვს. დაელოდეთ, ჯერ მოუსმინეთ კაცს, რას აპირებს, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებებს.