რატი იონათამიშვილი: ნათელაშვილის მიერ მოლაპარაკების მაგიდის დატოვებაც, ვფიქრობ შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, რადგან ის აძლევს ზუსტად მათ დავალებებს

რატი იონათამიშვილი: ნათელაშვილის მიერ მოლაპარაკების მაგიდის დატოვებაც, ვფიქრობ შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, რადგან ის აძლევს ზუსტად მათ დავალებებს

,,რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ესაუბრება არც საკუთარ ამომრჩეველს, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიამოვნებას ცდილობს“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ნათელაშვილის მიერ მოლაპარაკების მაგიდის დატოვებაც, შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთა, რადგან ის აძლევს ზუსტად მათ დავალებებს, მის ბრძანებებს ემორჩილებიან.

,,ასე იქცევიან ისინი ყოველ ჯერზე და ცხადია, ნათელაშვილის მიერ მოლაპარაკების მაგიდის დატოვებაც, მე ვფიქრობ რომ იყო შეთანხმებული მიხეილ სააკაშვილთა, რადგან ის აძლევს ზუსტად მათ დავალებებს, მის ბრძანებებს ემორჩილებიან ისინი, სხვა შემთხვევაში უნდა გაემიჯნონ რასაკვირველია, რადგან ეს ადამიანი გამოირჩევა განსაკუთრებული დესტრუქციით და ის არის შურისძიებით განწყობილი პიროვნება. ეს განწყობა აქვს მას არა კონკრეტულად „ქართული ოცნების“, არამედ ქართული საზოგადოების მიმართ“,- განაცხადა იონათამიშვილმა