ნათია თურნავა გიორგი გახარიაზე: ჯერ მოვიდეს და მერე მოგახსენებთ ჩვენს აზრს

ნათია თურნავა გიორგი გახარიაზე: ჯერ მოვიდეს და მერე მოგახსენებთ ჩვენს აზრს

გიორგი გახარია წლები იყო ჩვენი გუნდის წევრი და ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას, იქნება თუ არა ყოფილი პრემიერი მოქმედი მთავრობის რეალური ოპოზიცია, თურნავა პასუხობს, რომ ამის თქმა ჯერჯერობით არ შეუძლია.

„ჯერ მოვიდეს და მერე მოგახსენებთ ჩვენს აზრს. ჯერ არ ვიცით რა პლატფორმით მოდის. მე არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.