საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას „საგამოძიებო ექსპერიმენტის“ ჩატარებას სთავაზობს და ითხოვს, მხოლოდ 24 საათი გაუშვან ქუჩაში, რათა ყველამ ნახოს, როგორ შეხვდება მას ქართველი ხალხი - გაწეწავს და ჩააქვესკნელებს, თუ გულში ჩაიკრავს.
„მოდით ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, 24 საათის განმავლობაში გამიშვით ქუჩაში, დედას ვფიცავარ, დაცვას არ ვიხმობ; ვნახოთ, რა მოხდება - ხალხი გამწეწავს, დამკაწრავს, ჩამაქვესკნელებს... მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი. საბოლოოდ უნდა გაიასნდეს ყველაფერი, რომ მთელმა მსოლიომ დაინახოს.
„ამას რატომ არ უშვებთ? იმაში ხომ არ არის საქმე, როგორც კი ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე აღმოჩნდება, რომ მათი მხარდამჭერები არის 5% და ჩემი, ვთქვათ, 70-75%“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომანია „პირველის“ ეთერში.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარალიძე ამ განცხადებას სააკაშვილის მორიგ ტრაბახს უწოდებს, რომელიც მხოლოდ მისი მხარდამჭერებისკენაა მიმართული.
„ამბობენ,ენას ძვალი არ აქვსო. სააკაშვილის ენას მართლაც არ აქვს ძვალი, რასაც უნდა იმას ამბობს, მთავარია, რომ იმ მომენტში გამოადგეს. ასე იყო 2008 წელს, როცა წაგებული ომი იზეიმა რუსთაველის პროსპექტზე - გავიმარჯვეთო. ანალოგიური განცხადებაა ესეც, წაგებული მარცხის გადაფარვა უნდა და ცდილობს დააჯეროს თავისი ამომრჩეველი, რომ 5% კი არა, 75% არიან. ამით თვითონაც ბედნიერია და მისი ამომრჩეველიც.
„ამიტომ, რა მოხდება მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, ვერ გეტყვით, რადგან თვითონ სააკაშივილს არ უდგას ჩამოსვლის საჭიროება რეალურად“ - განაცხადა „მთელ კვირასთან“ რამაზ საყვარელიძემ.